„მეტი პროგრესული ადამიანი პოსტებზე!!!! დროა, ქართულ პოლიტიკაში მოვიდნენ ახალი სახეები. პრინციპში, დიდი ხანია, დროა! კარგად დავიწყებული ძველი კი არა, ახალი, სუფთა სახეები ახალი იდეებით… ვარსკვლავთბიჭუნები კი არა, მშრომელი, ჩვეულებრივი ქართველები გენერაციით, რომელთაც არც პარტკომის დაყენებული თეზისები ექნებათ, არც იმის უნახავობის გვრემა, რომ ჯიპებს მოასხდებიან და პრემიებს ჩაიჯიბავენ,არც იმის ხამობა, რომ ცოლებს და საგვარეულოს სამზარეულოებიდან პირდაპირ გამგეობებში შტატებს მიუძღვნიან, არც ძმაკაცების ფირმებს გაათეთრებინებენ ნახევარ ბიუჯეტს, არც გახამებული თეთრსაყელოანი პერანგით დაობდებიან საკუთარ 60 კვადრატულ კაბინეტებში, არც იმის კომპლექსი ექნებათ, რომ ხვალ, შესაძლოა, თანამდებობებზე აღარ იყვნენ და ამიტომ, ნახევარ ბიუჯეტს ,,შემოიხედე გენაცვალეში” არ ამოსანსლავენ.

 მეტიც, მიუნსტერის ქალაქის მერივით ველოსიპედით ივლიან სამსახურში და თავად მორწყავენ ყვავილებს ცენტრალური რატუშის აივანზე. არაფერი სხვა, ასეთი ახალგაზრდები გადაარჩენენ მხოლოდ ქვეყანას!!!!

 პ. ს. ასაკი ზოგ შემთხვევაში პირობითია, ბნელი ღრუზინები პატარებიც მინახავს“, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, ეკა სეხნიაშვილი. 

კომენტარები