რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ხელოვნური სუნთქვა” რეალობას ასახავდა – თბილისში სატანისტური დაჯგუფებებია

დიდი ხანია ჩუმად საუბრობენ იმის შესახებ, რომ თბილისში არსებობს რამდენიმე სატანისტური დაჯგუფება, მისი წევრები კი ძირითადად ახალგაზრდები არიან. ისიც ითქვა, რომ რუსთავში, სკოლის მოსწავლეები იყვნენ  ერთ-ერთ საქტაში გაწევრიანებული. ჩვენ გვინდოდა, ერთ-ერთი ასეთი სკოლის პედაგოგებთან გვესაუბრა, მაგრამ მათ შეხვედრაზე უარი განგვიცხადეს _ დირექტორმა აგვიკრძალა, რადგან სკოლას არ უნდა, გახმაურდესო. ,,დააკონსერვეს” ძალიან დიდი პრობლემა და აი, შედეგიც.

ამჯერად, 12 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და როგორც ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.  გოგონამ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ე.წ. ,,მასტერი”-ს დავალებით სცადა. იაშვილის კლინიკის ექიმებს კი უთხრა, რომ შემდეგი, ვინც თვითმკვლელობას ეცდება, ბიჭი იქნება.

შსს უკვე ეძებს იმ პირებს, ვინც მოზარდა 50-მდე დავალება მისცა. პოლიციამ მშობლები, თვითმხილველები და ექიმები უკვე გამოკითხა. სახიფათო თამაშების ფატალურ შედეგებზე ინფორმაცია აქვთ ფსიქოლოგებსაც. მათივე რეკომენდაციით, თამაშის სახელი, მომხდარის ადგილმდებარეობა და დაზარალებული ოჯახის ვინაობა არ ხმაურდება.

ეს ყველაფერი გვაგონებს ერთ-ერთი ქართული ტელესერიალის სიუჟეტს, რომელიც ცოტა ხნის წინ, რუსთავი-2 ზე გადიოდა და მოულოდნელად შეწყდა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ,,ხელოვნური სუნთქვა” არასაკმარისი ფინანსების გამო ვეღარ გადაიღეს. როგორც ჩანს, სიუჟეტი რეალობას ასახავდა, ხოდა, თუ ეს რეალობა ცნობილი იყო რეჟისორებისთვის, სამართალდამცველებისთვის რატომ უნდა ყოფილიყო უცნობი? სხვანაირად, გაუგებარია, რატომ არ ჩატარდა პროფილაქტიკური ღონისძიებები და  არ აღკვეთეს სექტანტთა თარეში მანამ, სანამ ასეთი შედეგი დადგებოდა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close