საზოგადოება

,,ხელმოცარული მონები, რომელთა ინტელექტის გასაღების ბაზარი რუსეთის უკანალია”

,,მონა გაცილებით მეტია, ვიდრემ თავისუფლების იდეასთან ნაზიარები ადამიანი"

მე არა ვარ პოლიტიკური ლიდერი. შესაბამისად, ვერავის საამებლად ვერ ვიყვირებ, რომ ქართველი ერი ბრძენია. ერი, თავისი არსებობის მანძილზე არასოდეს ყოფილა ბრძენი. მის ისტორიას გამორჩეული იდიალისტები ქმნიდნენ და სწორედ მათ ზურგზე იდგა ქვეყანა. ნუ გვექნება ილუზია, რომ ერთ დღეს ყველა ქართველის გონება განათდება და მინიმუმ მტრის შემცნობი გახდება.
კრებითად, გაცილებით მეტი მონა არსებობს, ვიდრემ თავისუფლების იდეასთან ნაზიარები ადამიანი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობაში მყოფი მონების არჩევანს პატივი ვცეთ და საკუთარი მონობით ვუთანაგრძნოთ. ამიტომ, ნუ ვაბოლებთ ამ ხალხს და ნურც საკუთარ თავს.
თვალი გავუსწოროთ რეალობას და საამაბელი სიტყვების ნაცვლად საქმეს მივხედოთ.
ნუ აქცევთ ყურადღებას, კოლაბორაციონელი წითელი ინტელიგენცია რას იტყვის თქვენზე. ისინი ჩვეულებრივი ხელმოცარული მონები არიან, რომელთა ინტელექტის გასაღების ბაზარი, არა ცივილიზებულ სამყაროში, არამედ რუსეთის უკანალშია.
ნუგზარ (სულა) სულაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close