რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ხელისუფლებას არ მივცემთ იმის ფუფუნებას, პოლიტიკურ ველზე ერთი პარტია დატოვოს”

,,ხალხის პარტიამ” საინფორმაციო კამპანია ,,დაიცავი საკუთარი უფლებები და ქვეყნის კონსტიტუცია” წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ და პარტიის სხვა წევრებმა, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოქალაქეებს თავიანთი პოზიცია გააცნეს.

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია ქვეყნის სადარაჯოზე დგომა. ,,ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის ვარიანტს არ ვემხრობით და შესაბამისად, დღეს, პარტიის წევრებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში შევხვდით მოქალაქეებს და გავაცანით ჩვენი მოსაზრება. ასევე, მოუწოდებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ღიად დააფიქსირონ საკუთარი აზრი, რათა დავიცვათ საკუთარი უფლებები.

რაც შეეხება ხელისუფლებას, რომელმაც პიროვნებებს მოარგო კონსტიტუცია და ამით თავის გადარჩენას ცდილობს, მოსახლეობასთან ერთად არ მივცემთ იმის ფუფუნებს, რომ პოლიტიკურ ველზე ერთი პარტია დატოვოს,”- განაცხადა ,,ხალხის პარტიის” ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close