კატეგორიის გარეშე

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ვაკის პარკში ოჯახთან ერთად მივიდა

  ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ოჯახის წევრებთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ვაკის პარკში მივიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ალექსანდრე კობაიძემ გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და იქ მყოფ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა.
   პარტიის თავმჯდომარემ 9 მაისის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დღე მსოფლიო ცივილიზებული კაცობრიობის გამარჯვების დღეა.

.

,,მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე შეეწირა. ისინი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ. მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე, თუმცა საბედნიეროდ გვაყვდა გმირები და მათი მეშვეობით და თავდადებით მსოფლიომ გაიმარჯვა ისეთ დიდ ბოროტებაზე, როგორსაც ფაშიზმი წარმოადგენდა. ამ დიდ გამარჯვებას მსოფლიოშიც აღნიშნავენ.
   დღეს ჩვენი ვეტერანები გამარჯვების 72-ე წლისთავს აღნიშნავენ. თითოეულ მათგანს ვულოცავ ამ დიდ დღეს, ხოლო ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, რომლებიც სამამულო ომის დროს გმირულად დაეცნენ,” – განაცხადა ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close