რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ხალხის პარტიის”თავმჯდომარე საზოგადოებას ახალი საგადასახადო კანონის შემუშავებას სთავაზობს

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე საზოგადოებას საქართველოს საგადასახადო სისტემის ახალი კანონის შემუშავებას სთავაზობს. კობაიძის განცხადებით, საქართველოს საგადასახადო სისტემას აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს, რაც არასწორი და ცუდია. მისივე თქმით, აღნიშნული სისტემის რეგულირება საკანონმდელობო ორგანოს მიერ უნდა ხდებოდეს.

,,წლების წინ ჩვენი ქვეყნის საგადასახადო სისტემა ზოგიერთი პოლიტიკოსის ვიწრო ინტერესებს მოარგეს, დღეს კი მას საკანონმდებლო ორგანოს ნაცვლად აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა. არ შეიძლება გლეხიც, მილიონერიც და მილიარდელიც ყველა ერთნაირად იხდიდეს სახელმწიფოში შესატან საშემოსავლოს 20%-ს. ცივილიზებულ ქვეყნებში საგადასახადო სისტემის სხვადასხვა საგადასახადო სამართლიანობის პრინციპი და მათი შერეული ვარიანტი მოქმედებს, თუმცა მხოლოდ საქართველოშია დაკანონებული ერთი პრინციპი და აკრძალული ალტერნატივები.

როგორც წესი გამოყოფენ საგადასახადო სამართლიანობის ორ ფართო პრინციპს: ჰორიზონტალური სამართლიანობის პრინციპი, რომელიც არ ითვალისწინებს მოსახლეობის განსხვავებულ ეკონომიკურ პირობებს და აწესებს ერთნაირ საგადასახადო განაკვეთს (ჩვენთან ეს სისტემა მუშაობს 20%-იანი განაკვეთი ყველასთვის), ხოლო ვერტიკალური სამართლიანობის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის არათანაბარ ეკონომიკურ პირობებს და შესაბამისი სხვადასხვა განაკვეთებით ბეგრავს საშემოსავლო ჯგუფებს. სწორედ მეორე ტიპის საგადასახადო სისტემა გამოიყენება სიღარიბის აღმოსაფხვრელად და სოციალური უთანასწორობის შედარებით შესამცირებლად, რამდენადაც საგადასახადო ტვირთი უფრო მეტადაა გადანაწილებული დაბალ შემოსავლიან და მაღალ შემოსავლიან ჯგუფებს შორის, ზუსტად ეს კანონი უნდა მივიღოთ და შევიმუშაოთ, რათა ქვეყანა წელში გაიმართოს, ამით გლეხიცი კმაყოფილი იქნება და ნაკლებს შემოსავლიანი მეწარმეებიც, თუმცა აღნიშნული კანონით შესაძლებელია მხოლოდ ერთი ფენა დაგვრჩეს უკმაყოფილო მხოლოდ ის ვისაც დიდი ფული აქვს.

ვინაიდან კონსტიტუციის 94-ე მუხლი საერთოდ შესაცვლელი და მოსაწესრიგებელია, საზოგადოებას დაჯდომას და აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას ვთავაზობ, ასევე კონსტიტცუიაში ცალსახად უნდა ჩაიწეროს რომ პარლამენტი უნდა არეგულირებდეს აღნიშული სფეროს და არა აღმასრულებელი ხელისუფლება თუ გვინდა, რომ გვქონდეს ეფექტური საგადასახადო სისტემა. დროა რაც დავკარგეთ, გავყიდეთ და გავასხვისეთ კანონის ძალით და კანონის სწორი განვითარებით უკან დავიბრუნოთ. ჩვენ გვახსოვს გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის სიტყვები, გავყიდოთ ყველაფერი გარდა ნამუსისა, თუმცა თუ ყველაფრის გაყიდვას გადავწყვეტთ ნამუსიც მარტივად გაიყიდება.” – აცხადებს “ხალხის პარტიის” ლიდერი ალექსანდრე კობაიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close