რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„ხალხის პარტია“ ევროკავშირის საელჩოსთან აქციის გამართვას აპირებს

   ლექსო კობაიძე – „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე:

   _ ევროკავშირიდან ქართველების მასიური დაპორტაცია დაიწყეს. 
4 წლით ადეპორტებენ ადამიანებს, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კი დუმს.
   მოგეხსენებათ, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია-ჰერცოგონია და მოლდოვამაც მიიღეს ვიზა ლიბერალიზაცია, მაგრამ მათ მიმართ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს მაშინ, როცა ჩვენ, აღნიშნულ ქვეყნებისაგან განსხვავებით, უფრო მძლავრი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს. საწყალი ხალხი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი.
  ჩვენი პარტია აპირებს, ევროკავშირის საელჩოსთან აქციის გამართვას მოთხოვნით, შეწყდეს დისკრიმინაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და მათი გამოძევება ევროპის ქვეყნებიდან. მოგვცენ საშუალება, რომ დავამტკიცოთ, ნამდვილად გვეკუთნოდა თუ არა ვიზალიბერალიზაცია – ეს ისტორიული მონაპოვარი. ევროპელებმა უნდა მოგვცენ შანსი ამის  დამტკიცების, რომ ჩვენც ევროპული ოჯახიდან ვართ
  მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს:
არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დარღვევა, თორემ აუცილებალ გვექნება მკაცრი რეაქცია. 
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close