საზოგადოება

,,ხაზარაძის ყველაზე დიდი შეცდომა იყო პოლიტიკური განცხადებები”

თემურ შაშიაშვილი, ,,თეთრების” ლიდერი:

_ ვისაც ხაზარაძე ძლიერი ჰგონია, ცდება. ყველა მდიდარს, არა მარტო ხაზარაძეს,  ფული დანაშაულებრივი გზით აქვთ ნაშოვნი. ასეთები ნორმალურ ქვეყანაში ციხეში იქნებოდნენ. მე არ ვარ ციხეში გაშვების მომხრე, მაგრამ უნდა გაკეთდეს ანალიზი

ხაზარაძის ყველაზე დიდი შეცდომა იყო პოლიტიკური გათნცხადებები. რატომ ებრძვის მისი ივანიშვილს, იმიტომ რომ ივანიშვილს ეშინია ფულიანის. ფულიანს ეშინია ფულიანის. კითხვაზე, ხომ არ შემოვიდა ხაზარაძე პოლიტიკაში თავდაცვის მიზნით, შაშიაშვილი პასუხობს:

არ გამორიცხავ,რ ომ პოლიტიკაში ხაზარაძე თავდაცვის მიზნით წავიდა. საერთოდ მეწარმეების 90 % საქართველოში პოლიტიკაში მიდიან თავდაცვის და საკუთარი ბიზნესის გადარჩენის მიზნით . ასე შემოვიდა პოლიტიკაში ივანიშვილიც, პატარკაციშვილიც და ხაზარაძეც. ეს მახინჯი პრაქტიკა   „მოქალაქეთა კავშირიდან“ მოდის.

ჯერ კიდევ 2001 წელს ვუთხარი შევარდნაძეს: თქვენ რკალში ხართ, ეს არის რკალი შანტაჟისტების, კორუმპირებულების. ვის ხელშიც არის დიდი ფული, ვიდრე თქვენ ამ რკალს არ გაარღვევთ, ხალხი თქვენ არ გენდობათ“ მან არ დამიჯერა. დღესაც იგივე აზრის ვარ.

მარასდროს ვმდგარვარ ფულიანების გვერდით. რადგანმეშინოდა პოლიტიკაში დიდი ფულის. გაცილებით უფრო ზნეობრივი იყო ბადრი პატარკაციშვილი,მაგრამ თავის დროზე მასაც უარი ვუთხარი შემოთავაზებაზე. რადგან მიმაჩნია, რომ ფულის მადევარ პოლიტიკოსს ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა არ შეუძლია.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

Related Articles

Back to top button
Close