– ემუქრება თუ არა პლურალიზმს საფრთხე? _ ხანგრძლივი ,,პრესი”-ს შემდეგ შემაჯამებელი კითხვა დასვა რუსთავი 2-ის გადაცემა ,,აქცენტები”-ს წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ. იგი ამ დროს ესაუბრებოდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, დავით მათიკაშვილს, რომელმაც წამყვანის კითხვას უპასუხა:

_ ეს დასკვნა თქვენ გამოიტანეთ ეკა?

ეკა კვეიტაძე: ეს არი ჩემი კითხვა.

დავით მათიკაშვილი: თქვენი კითხვააა… დაასრულეთ კითხვა?

_ დიახ.

_ ეხლა გპასუხობთ: პარტიულ პლურალიზმს არ ემუქრება არანაირი საფრთხე, პირიქით, ხელი ეწყობა პარტიული დემოკრატიის განვითარებას, პარტიების გამსხვილების პროცესს და ჩვენ რომ ევროპის გზაზე მივდივართ, ალბათ, იცით თქვენც, რომ ევროპის გზაზე მივდივართ. იმ გზაზე სიარული რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ სამართლებრივი ნაბიჯი…

მათ შორის საუბარი კიდევ გაგრძელდა და რამდენიმე წუთში, ეკა კვესიტაძემ საფრანგეთის კონსტიტუცია ახსენა. რესპოდენტმა კითხა, თქვენ საფრანგეთის სამართლის სპეციალისტი ბრძანდებითო? – არაო,  უპასუხა კვესიტაძემ და დასძინა, უბრალოდ, კარგად ვერკვევი საფრანგეთის პოლიტიკაშიო. ამაზე მათიკაშვილი ცინიკურად გამოეპასუხა: ააა, არაა? მე ასე ღრმად საფრანგეთის კანონმდებლობაში ვერ ვერკვევი, მაპატიეთო.

წამყვანსა და რესპონდენტს შორის მცირე კამათს მოჰყვა მათიკაშვილის დასკვნა: ,,თქვენ დაადგინეთ, რომ ქართული ოცნება იქნება გამარჯვებული პოლიტიკური ძალა. საიდან იცით ეს ქალბატონო ეკა, ჩვენი მხარდამჭერი ხომ არ ხართ? ახლა ამბობთ, რომ მხოლოდ ორი პარტია იქნება…

მათიკაშვილის ბოლოთქმა კი ასეთი იყო: საკონსტიტუციო სამართალში მაღალ ნიშანს ვერ მიიღებდით, დარწმუნებული ვარ, ქალბატონო ეკა.

 ბოლო დროს, ეკა კვესიტაძეს რესპოდენტებთან აღარ უმართლებს. ამის გამო ხმასაც გვარიანად უწევს, მაგრამ ამით თითქმის ვერაფერი იცვლება. საინტერესოა, რა ხდება მის თავს? როგორც იტყვიან, ,,ჟურნალისტობა  გაუცვდა” ეკას?!

 

კომენტარები
Загрузка...