საზოგადოება

წუხელ 112-ში 838 ზარი შევიდა

გუშინლი უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღანის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

როგორც 112-ში განაცხადეს, რომ  წუხელ მათთან სულ 838 შეტყობინება შევიდა, აქედან 437 შეტყობინება რეგიონებიდან, ხოლო 401 თბილისიდან.

მათი განმარტებით, გამოძახებები ძირითადად ეხებოდა, წყლის ამოტუმბვიდ და გზის გაწმენდით სამუშაოებს.

ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში წვიმდა, ზოგიერთ უბანში ხანგრძლივი სეტყვაც მოვიდა, რომელმაც მოსახლეობას ავტომობილები დაუზიანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close