საზოგადოება

,,წაშლილია 39 ყალბი ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ ანგარიში” _ Facebook-ი საქართველოს ხელისუფლებას ამხელს

Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.
Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.
ფეისბუკის ინფორმაციით, სულ წაშლილია 39 ყალბი ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ ანგარიში.
დაახლოებით 442 300 ათას ადამიანს ჰყავდა გამოწერილი ერთი ან მეტი ასეთი ჯგუფი, 52 ათასი მომხმარებელი ერთ-ერთ წაშლილ ჯგუფში მაინც იყო გაწევრიანებული და 2100 ადამიანი იწერდა ერთ ან მეტ ყალბ ინსტაგრამ ანგარიშს.
ამ გვერდებმა 316 000 დოლარზე ნაკლები დახარჯეს ფეისბუკსა და ინსტაგრამზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში.
ფეისბუკი აცხადებს, რომ გამოძიებაში მათ ე.წ. დარეპორტების მექანიზმი დაეხმარათ.

Facebook აცხადებს, რომ ასზე მეტი ქართული გვერდი წაშალა, რომლის უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა და საქართელოს მთავრობასთან, ასევე სარეკლამო კომპანია პანდასთან, იყო დაკავშირებული.  სარეკლამო სააგენტო პანდა ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი სხვა, მუსიკალური პროექტით გახდა. საუბარია მუსიკალურ ჯგუფზე, რომლის რამდენიმე ვიდეო-კლიპმაც youtube-ზე ფურორი მოახდინა. მოგვიანებით პანდა სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.

Related Articles

Back to top button
Close