მსოფლიო

ძლიერი ხანძარი ქაიროს ზოოპარკში

ძლიერი ხანძარი მოხდა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მდებარე გიზის ზოოპარკში. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Al-Arabiya ავრცელებს.

ხანძარი თავდაპირველად, ზოოპარკის დაცვის სამსახურის ხის ჯიხურს გაუჩნდა, საიდანაც ცეცხლი ხეებზე გავრცელდა. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიზის ზოოპარკი ქაიროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მწვანე ზოლს წარმოადგენს, ის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის დასვენების ყველაზე პოპულარული ადგილია.

ტელეკომპანიის ცნობით, ხანძრის მიუხედავად, ზოოპარკი დღეს გაიხსნება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close