საზოგადოება

ძლიერი სეტყვა გორში

ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შესახებ “ინტერპერსნიუსი” იუწყება.

უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზები წყლით დაიფარა. სეტყვამ გორის ტერიტორიაზე ძირითადად ვაზი დააზიანა.
რაც შეეხება გორის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ზარალთან დაკავშირებით თვითმმართველობაში ინფორმაცია არ შესულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close