საზოგადოება

ძლიერი აფეთქება ფოთის წისქვილკომბინატში

ძლიერი აფეთქება ფოთის წისქვილკომბინატში. აფეთქება რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ ელევატორში მოხდა.

როგორც “რუსთავი 2”-სთვის გახდა ცნობილი, დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც ელევატორში იმყოფებოდნენ. მათ აქვთ სხვადასხვა დაზიანება, ძირითადად, მიღებული აქვთ დამწვრობა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები და საპატრულო ეკიპაჟები. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close