საინტერესო

ძილის წინ საკითხავი – თუ შეკრთით და გაგეღვიძათ…

ზოგჯერ ტკბილად ჩაგვეძნება, მაგრამ ჩვენი სხეული მოულოდნელად კრთება და ისევ გვეღვიძება. ასეთი რამ თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია, თუმცა მისი ახსნა რთულია და  მეცნიერებმაც, ჯერკერობით ეს ვერ შეძლეს. ამ ფენომენს ჰიპნაგოგიური მდგომარება ეწოდება და ამის მიზეზი ზოგჯერ არის ის, რომ ძალიან გადაღლილს, სწრაფად გვეძინება ღრმად. ძილის დროს კი ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო მოქმედებები ნელდება, სისხლის წნევა ეცემა და მთელი ძილის განმავლობაში დაბალ მაჩვენებელზე რჩება. ორგანიზმი ვერ ახერხებს შემზადებას სხეულში სწრაფი ცვლილებებისთვის, ამიტომ სწრაფ ჩაძინებას და პროცესების შენელებას სხეული ზოგჯერ “სიკვდილად“ თვლის. ამიტომაც, სასიცოცხლო მაჩვენებლების შემცირება თავის ტვინს უბიძგებს, რომ რეაგირება მოახდინოს ამ ყველაფერზე. რეალურად გონება თვლის, რომ რომელიღაც ორგანომ შეწყვიტა ფუნქციონირება.
ეს ამ მდგომარეობის ერთ-ერთი ახსნაა, რადგან, ზოგჯერ მიზეზი ეს სულაც არაა. ჰიპნაგოგიური მდგომარეობაში სხეული სხვა შემთხვევებშიც ვარდება. მაგალითად ცუდი და საშიში სიზმრის დროს. ასევე შეიძლება გახდეს ძილის ნაკლებობა, სტრესი და ქრონიკული უძილობა. მიუხედავად იმისა, რომ საშიში ამაში არაფერია, მაინც საჭიროა, ზოგჯერ ყურადღება მივაქციოთ ჩვენი სხეულის სიგნალებს და ჩავუღრმავდეთ მათ გამომწვევ მიზეზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close