ძვირადღირებული სახლები, სადაც მილიონერები ცხოვრობენ

სად მდებარეობს ყველაზე ძვირადღირებული სახლები მსოფლიოს მასშტაბით, ვინ არიან მათი მფლობელები და რა ღირს თითოეული მათგანი.
1 – ანტილია, მუმბაი, ინდოეთი
მფლობელი – მუკეშ ამბანი.
ღირებულება – 23.9 მილიარდი დოლარი.
27 სართულიან ამ უზარმაზარ კომპლექსს, რომლის მშენებლობისთვის 1 მილიარდზე მეტი დაიხარჯა, გავრცელებული ინფორმაციით 600-ზე მეტი ადამიანი ემსახურება. ის ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ სახლებს შორის.
2 – ვილა ლეოპოლდა, სან-მერი, საფრანგეთი
მფლობელი – ლილი საფრა
შეძენის ფასი – 750 მილიონი ევრო
ცნობილია, რომ ამ უზარმაზარი, მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსის შეძენა 2008 წელს რუს მილიარდერს, მიხეილ პროხოროვს სურდა, თუმცა მან საწადელს ვერ მიაღწია…
3 – ფეირ ფიელდი, ნიუ ნიორკი
მფლობელი – ირა რენერტი, ფლობს 6 მილიარდს
სახლის ღირებულება – 248.5 მილიონი
სამრეწველო მილიარდერ ირა რენერტის ეს უზარმაზარი სახლი 29 საძინებლისგან, 39 აბაზანისგან და სამი საცურაო აუზისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ მას შემობაში საკუთარი ელექტროსადგურიც კი აქვს.
4 – უან ჰიუდ პარკი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მფლობელი – უცნობი
საბაზრო ფასი – 237 მილიონი (2014 წლის მონაცემებით)
ვინ არის ამ ძვირადღირებული სახლის დღევანდელი მფლობელი, რომელიც სახლის წინა მეპატრონემ 2011 წელს 221 მილიონად გაყიდა, Forbes-სთვის უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ: 5 უმდიდრესი ქართველი კაცი (+PHOTO)
5 – კენსინგტონ პალას გარდენს, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მფლობელი – ლაკშმი მიტალი
ღირებულება – 16.6 მილიონი
ეს სახლი ლონდონის ყველაზე მდიდრულ უბანში მდებარეობს. მაგნატი, რომელიც აღნიშნულ სახლს ფლობს, კიდევ სამი მდიდრული სახლის მფლობელია.
სტატია მომზადებული forbes.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით