რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ძაღლებს, ისევე როგორც ადამიანებს, კანონი იცავთ

დღეს, 1 მარტს, ,,საქალაქო სასამართლოში“ გაიმართა საჩივრის განხილვა, რომელიც გივი სვანიძის ქუჩის მაცხოვრებელმა, თამარ გორგაძემ ბიზნესმენისა და უფლედამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შეიტანა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ, ანუ თამაზ ელიზბარაშვილმა, გასაგებად განმარტა, რომ ძაღლებს, ისევე როგორც ადამიანებს, კანონი იცავთ და სვანიძის ქუჩის არააგრესიული, ,,ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის“ მიერ შემოწმებული და სტერილიზებული ძაღლები ამ კანონით მინიჭებული უფლებით ცხოვრობენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.

მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო საჩივრის იურიდიულად და გამართულად წარმოდგენა. გაუგებარი იყო, თუ რას და ვისგან ითხოვდა. ამიტომ, საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა. მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ გამოიჩინა კეთილი ნება და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად ორი კვირის ვადა მისცა მოსარჩელე მხარეს. ამ ვადაში სასამართლო გადაწყვეტს, ღირს ამ სარჩელის განხილვა, თუ დავის საგნის არარსებობის გამო განუხილველად დატოვოს საქმე.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close