საზოგადოება

ცხინვალის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი, შესაძლოა, გადაიდოს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არაღიარებული რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შესაძლოა, გადაიდოს.

ამის შესახებ ბიბილოვი რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს.
მანამდე მან განაცხადა, რომ დე ფაქტო ცხინალის რუსეთის ფედერაციაში შესვლის რეფერენდუმი 2017 წელს გაიმართებოდა.
“არავინ უარყოფს რეფერენდუმის ჩატარების იდეას, ოს ხალხს სურს მისი გამართვა და ამასთან ადრე თუ გვიან მივალთ. ამას ჩვენ ვერ ავიცილებთ. მაგრამ, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე, სანამ არ განვსაზღვრავთ ჩვენი მომავლის “სტრატეგიულ გეგმას”, რა თქმა უნდა, რთული იქნება რაიმე ნაბიჯის გადადგმა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არავი უარყოფს რეფერენდუმის ჩატარების იდეას, სამხრეთ ოსეთის ხალხს სურს მისი გამართვა და ადრე თუ გვიან, მივალთ მანამდე”, – განაცხადა ბიბილოვმა.
რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის საფუძველზე 2014 წელს, ყირიმის ანექსია მოახდინა და ის ფედერეციის შემადგენლობაში შეიყვანა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება განახორცელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.

წყარო: “პირველი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close