საზოგადოება

,,ცოტა უნდა შეანელოს ბატონმა ბიძინამ, არ მინდა, წინსვლით თავბრუ დაგვეხვეს…”

,,ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ წინ და მგონი, ცოტა უნდა შეანელოს ბატონმა ბიძინამ, უბრალოდ არ მინდა, წინსვლით თავბრუ დაგვეხვეს…”_ ასეთ კომენტარს აკეთებს პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ქვეყანა წინ სწრაფი ტემპით მიდის და ეს არის ქართული ოცნების დამსახურება.

,,მინდა, დავიწყო მადლობით.

მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ექიმებს, მადლობა ქართული ოცნების გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა.

ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველოს მწვანე ზონად მოიხსენიებენ. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და ქართული ოცნების ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი.

მინდა, დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა, იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.

ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, არავინაა ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close