რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ციცინო ცხვედიანი: საქართველო ყველა შემთხვევაში იარსებებს, ვისაც არ უნდა დარჩეს ,,რუსთავი-2″

ციცინო ცხვედიანი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე:

_ რომ გამოქვეყნდეს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები ,,რუსთავი 2-ის” საქმეზე, არ შეიძლება?
ყველა საუბრობს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არ წაუკითხავთ და ისე ლანძღავენ მოსამართლეებს.
ერთია, როგორი გადაწყვეტილება გინდა და მეორე – რა გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას იძლევა საქმის მასალები. ერთ-ერთი გადაწყვეტილება წაკითხული მაქვს და არის ჩვეულებრივი სამოქალაქო საქმე კერძო სამართლის სუბიექტებს შორის. მერე რა, რომ ,,რუსთავი-2-ის” წილებს ეხება.
საქართველო ყველა შემთხვევაში იარსებებს, ვისაც არ უნდა დარჩეს ,,რუსთავი-2″. ჩემთვის გასაგებია მხარეთა ვნებათაღელვა, მაგრამ არანაირად არ მესმის, სხვათა (განსაკუთრებით არაიურისტთა) ასეთი მძაფრი რეაქცია წაუკითხავ გადაწყვეტილებებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close