გურამ ჯაშის დედა, ცისანა სარაჯიშვილის თქმით, მსახიობზე თავდასხმა ძარცვის მიზნით მოხდა.

„ სისხლი ვერ შევაჩერეთ. შუბლი ჰქონდა გახეთქილი და თავი. ძალიან ღრმა ჭრილობა ჰქონდა, ქალა გატეხილია. ჩემი შვილი არ არის ისეთი ადამიანი, მთელი თბილისი იცნობს, რომ ვიღაცას რაღაც ინტერესი ჰქონოდა. ეს არის უბრალოდ ძარცვის მიზნით გაკეთებული. ტელეფონი მოპარეს, ქურთუკის გახდა უნდოდათ და გახიეს ეს ქურთუკი და გაიქცნენ. გასაღები არ აქვს, საფულე არ აქვს და მოვიდა ასეთი დასახიჩრებული. გამოიძიონ, მე საიდან ვიცი, რა და როგორ მოხდა. ერთი ვიცი, რომ ჩემი შვილი ძალიან ცუდად არის და როგორ გამოვა მდგომარეობიდან არ ვიცი”, – ამბობს ცისანა სარაჯიშვილი.

 

კომენტარები
Загрузка...