• სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ “ციანიდის” საქმის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა დაარღვია კანონი, როცა მას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.

ომბუდსმენის განმარტებით, ის შემდეგ სასამართლო პროცესზეც სცდის დასწრებას.

“სახალხო დამცველი მთლიანად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვას უწევს ზედამხევლეობას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ორგანოებში და ასევე სასამართლო დარბაზებში. მოსამართლე უბრალოდ აპელირებს საპროცესო კოდექსით, მსგავსი პროცესების დახრუვასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერი არ არსებობს.

მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველს აქვს დამატებითი უფლებამოსილება, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციებზე” განაცხადა ნანუაშვილმა

კომენტარები
Загрузка...