პოლიტიკა

“ცვლილებები კონსტიტუციაში მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის შედეგად და არა საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით”

საქართველოს ახალ კონსტიტუციას კარგი ლეგიტიმურობა უნდა ჰქონდეს, ანუ ცვლილებები კონსტიტუციაში მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის შედეგად და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან „კარგი შეხვედრა“ გამართა.

„კარგი დისკუსია გვქონდა. მე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას კარგი ლეგიტიმურობა უნდა ჰქონდეს, ანუ ცვლილებები კონსტიტუციაში მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის შედეგად და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით. მე განვაგრძობ კონსულტაციებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა საერთო საფუძველი იქნას გამოძებნილი იმისათვის, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას მნიშვნელოვანი ლეგიტიმურობა მიეცეს“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close