რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ცესკო გედის დაკრულზე და იმედოს ხელწაკრულზე აცეკვდა”

  ,,არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება.
  მოკლედ, მეგობრებო, ჯერ კიდევ ვინც ფიქრობთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე შეიტანოთ საბუთები, ტყუილად არ გაისარჯოთ. დიდი ალბათობით, ამ ვაკანსიაზე (თუ არადა, შედეგებსაც გაცნობებთ) აირჩევა ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, იმედო ლაცაბიძის მეუღლე, ქ-ნ. დოდო ბასილაძე. ჩემს წინაღმდეგ გედევან ფოფხაძის დაწყებულ ბრძოლას ქართლიდანაც წაუკრეს ხელი და ქვემოთ ხსენებულI ვაკანტური ადგილიდან ჩემს ადგილზე გადმოიყვანეს მოქმედი დიმიტრი მურჯიკნელი, რათა ზემოთ დასახელებული ქალბატონი აერჩიათ  გამოთავისუფლებულ ადგილზე.
რაც შემეხება მე, (თუმცა ეს პროცესი გედიმ ბევრად ადრე დაიწყო ოლქში ლელა შუბითიძის და ნათია გოგალაძის გაშვებით) თებრვალში გამოცხადდა ვაკანსია ჩემს ადგილზე და მარტში, ქართული ოცნების წევრის, ლევან ღამბაშიძის (2012 წელს ,,ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა ბორჯომში და მაგაზე მოგვიანებით გაუწყებთ) მითხრა, რომ ,, გედიმ და ბესომ გადაწყვიტეს და სხვა უნდა აირჩეს შენს ადგილზეო. ხომ იცი, მთავრობა ასე წყვეტსო”.

     რაც შეეხება გედის, მან ბევრი იბრძოლა, რომ მე არ ავერჩიე ცესკო-ს, რომელიც, კანონით (ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე ასე წერია), სრულიად ნეიტრალური და მიუკერძოებელი უნდა იყოს და დამოუკიდებლად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ცესკო გედის დაკრულზე და იმედოს ხელწაკრულზე აცეკვდა და გადაწყვიტა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ.
    როცა მითხრეს, რომ გედის აქვს შენთან პრობლემებიო, ვიკითხე, რა პრობლემები აქვს მეთქი?! არა, კომპეტენციაზე და შენს საქმიანობასთან დაკავშირებით არაფერიო. თურმე მე ნოდარ გრიგალაშვილს დავუდექი გვერდზე და მის შეხედულებებს არ ვიზიარებდი. გაზეთითაც გამიკრიტიკებია დაახლოებით 10-15 წლის წინ.
ჩერჩილი ამბობდა: გყავს მტრები? ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაც ღირებულის დაცვა გიცდია შენს ცხოვრებაში. და თუ თქვენ ამ ღირებულებების დაცვას ნაკლად მითვლით, დაე, ვიყო ამ ნაკლით ამ ცისქვეშეთში.
ერთს გეტყვით, იმ ენერგიას რასაც ჩემთან ბრძოლაში ხარჯავთ, ჯობს, ხალხის პრობლემებს მოახმაროთ, იქნებ ცოტა გაიხანგრძლივოთ პოლიტიკური ფუფუნება.
p.s. ვისაც რაიმე შეხება გქონიათ ბატონ ნოდართან, თქვენ გემუქრება გედის გავლენები..” _ აცხადებს ისტორიკოსი,  
N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი.

ბაკურ გელაშვილის მწვავე კომენტარი კი ცსკ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე

საოლქო საარჩევნო კომისია:

საოლქო საარჩევნო კომისიის დადასახელება საოლქო საარჩევნო კომისიაშიარსებული ვაკანსიები თანამდებობრივი სარგო
1. №85 ლიახვის  საოლქო საარჩევნო კომისია 1 690 ლარი

 

განაცხადები მიიღება 2017 წლის 23 მაისიდან  1 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.); კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
  3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
  4. უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
  5. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი;
  6. კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

 

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close