მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა ტრამპის ადმინისტრაციასთან დილოგისთვის მზადაა

ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს მზადყოფნას დაწყოს დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა დიალოგზე თანახმაა იმ შემთხვევაში, თუ „პირობები თანაბარი იქნება“.

ცოტა ხნით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა მისთვის პატივი იქნებოდა.

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატები გააღიზიანა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდის ფონზე, აშშ-მა სამხრეთ კორეაში თავდაცვითი, ანტისარაკეტო სისტემები განათავსა. გარდა ამისა,  აშშ-მა რეგიონში საბრძოლო საზღვაო ხომალდები და წყალქვეშა ნავი გაგზავნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close