მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცა

ჩრდილოეთ კორეამ  ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რონელმაც აფრენისას 2000 კმ. დაფარა, 700 კილომეტრიანი მანძილის გავლის  შემდეგ კი იაპონიის ზღვის დასავლეთ ნაწილში ჩავარდა.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ეს იყო  ახალგანვითარებული ბალისტიკური რაკეტის შესაძლებლობების ერთგვარი გამოცდა. სამხრეთ კორეის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

Yonhap სიახლეების სააგენტოს ინფორმაციით, რაკეტამ მოახერხა ატმოსფეროს ჯერ დატოვება შემდეგ კი კვლავ შემოჭრა, რაც კონტინენტთაშორისი ბალისიტკური რაკეტის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისიტკური რაკეტის განმეორებით გამოცდის შედეგად აშშ-მ და იაპონიამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close