რედაქტორის გვერდირელიგია

ჩოხოსნები პატრიარქს ჯანმრთელობის პარაკლისს გადაუხდიან

ხვალ, ჩოხოსანთა საზოგადოება პატრიარქს ჯანმრთელობის პარაკლისს გადაუხდის. ამის შესახებ ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე, ზვიად სეხნიაშვილი აცხადებს:

„საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების წევრთა საყურადღებოდ !!!
ხვალ, 7 თებერვალს, 20 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, ჩოხოსნები გადავიხდით ჩვენი ხელმძღვანელის, ქართველთა სულიერი მამის, ჩვენი ძვირფასი პატრიარქის ჯანმრთელობის პარაკლისს.
პატრიარქის მხედრებო, ჩვენი ვალია, ერთობლივი ლოცვით და სიყვარულით გვერდში დავუდგეთ მუდამ ჩვენთვის მლოცველ უწმინდესს“.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close