რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

,,ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობა იმიტომ უნდა, მოსამართლეები რომ მართოს”

,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდება მიხეილ ჩინჩალაძე. ეს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია, რადგან ასე სურს ,,ქართულ ოცნებას”. სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს. ხალხი გაჩუმებულია, რადგან ჯერ არ შეხებია მათ მსახვრალი ხელი. როცა შეეხება, უკვე გვიანი იქნება.

მას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობა იმიტომ უნდა, რომ მენეჯერული საქმიანობით დაკავდეს და საქმეები არ განიხილოს. მას სურს, მოსამართლეების მართვა და ეს მართლაც გამოსდის. ეს ადამიანი არის  უცოდინარი და არ იცის, სხდომა როგორ უნდა ჩაატაროს. ათი წელი მოსამართლეა და ერთი სხდომაც არ აქვს ჩატარებული. მიხეილ სააკაშვილი სწორედ ჩინჩალაძისა და მისი მსგავსი მოსამართლეების საშუალებით მართავდა სასამართლო სისტემას. უკანონოდ ქონების ჩამორთმევები სწორედ ასეთი მოსამართლეების ხელით ხდებოდა  და ახლაც იგივეს აკეთებენ.

აი, ასეთ ადამიანებს ნიშნავენ თანამდებობებზე და ამ ქვეყანას რა უნდა ეშველოს? ხალხს ეს დუმილი და მსგავს დანიშვნებზე წაყრუება, ძალიან ძვირად დაუჯდება,” _ აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close