მსოფლიო

ჩინეთი მსოფლიოში პირველ ტყის ქალაქს აშენებს – 40 ათასი ხე ერთ ქალაქში

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებას გამოეთიშა, მსოფლიო პლანეტის მომავალს კიდევ უფრო ნეგატიურად უყურებს. თუმცა, საბედნიეროდ ჰორიზონტზე გამოჩნდა კარგი სიახლეც.

ჩინეთი მსოფლიოში პირველ ტყის ქალაქს ააშენებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით ქალაქში 40 000 ხე დაირგვება. შესაბამისად, ეს პროცესი ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილებების გაუმჯობესებას და ქვეყანას ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული პრობლემებისგან დაიცავს.

​ქალაქის დიზაინი სტეფანო ბოერის ეკუთვნის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორი ვერტიკალური მწვანე ცათამბრჯენი შემოგვთავაზა. ტყის ქალაქი ჩინეთში გუანგხის პროვინციაში გაშენდება.

​წინასწარი ვარაუდით, ქალაქი 30 000 ადამიანის დატევას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში მრავალი ჯიშის ხე დაირგვება და მათ შორის ბევრი, უნიკალური სახეობა იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close