პოლიტიკა

“ჩვენ შევხვდებით ოჯახებს, რომლებიც რუსეთის აგრესიამ დევნილებად აქცია”

1 იანვარს საქართველოში ამერიკელი სენატორი ჩამოვიდა სამკაციანი ჯგუფით. ჯონ მაკკეინი და სენატორი ლინდსი გრემი რესპუბლიკელები არიან, ემი კლობუშარი კი დემოკრატი. ისინი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ და აეროპორტიდანვე წავიდნენ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუსეთს უკანონო სასაზღვრო პოსტი აქვს განთავსებული.

სენატორმა  მაკკეინმა საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა და განაცხადა: 

„ჩვენ წავალთ სამხრეთ ოსეთში და შევხვდებით რამდენიმე ოჯახს და იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ადგილნაცვალ პირებად აქცია რუსეთის აგრესიამ. ჩვენ შემდგომშიც გავაკეთებთ ყველაფერს, საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლების, და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“. 

დღეს, 2 იანვარს ამერიკელი სენატორები ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close