პოლიტიკა

“ჩვენ შევცვლით ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევისა და რყევის გარეშე”

პორტის სასახლეში ამ წუთებში პარტია „ევროპული საქართელოს“ ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობის ფარგლებში უნდა მოხდეს პარტიის მმართველობის არჩევა. პარტიის სახელი „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დამტკიცებულია. ყრილობის ფარგლებში ხმები უკვე დათვლილია. არჩეულია სარევიზიო კომისია და პოლიტსაბჭოს წევრები. ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დელეგატებმა გიგა ბოკერია აირჩიეს. ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა გახდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გიგი უგულავამ მიმართა: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, რადგან ვხედავ და ვგრძნობ, იწყება ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. პირობას გაძლევთ, ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ბოლომდე ვიდგები. საქართველოში იბადება ახალი ძალა, ეს ძალა და მოძრაობა თქვენ ხართ, მოძრაობა თავისუფლებსითვის -ევროპული საქართველო. საკუთარი რწმენისთვის ბრძოლა ყველაზე დიდი რამეა ადამიანისთვის. საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს და ერთობლივი ბრძოლით მოვიპოვებთ ამ მომავალს. ეს ბრძოლა უნდა დასრულდეს საქართველოს გამარჯვებით. თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში. ეს იყო მომავალზე ფიქრის დრო. მთავარი რაც მახარებს არის ის, რომ არ ვგრძნობ ბოღმას და შურისძიების სურვილს, ვგრძნობ ახალ ტალღას იმისთვის, რომ მივაღწიოთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს საქართველოს შურისმაძიებელი დაბოღმილი რეჟიმი მართავს, ჩვენ საკმარისად ვატკინეთ ერთმანეთს, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, კმარა, გადავშალოთ წიგნი ახალ გვერდზე, თუ ამას არ იზამთ თქვენ, ამას ვიზამთ ჩვენ, ჩვენ შევცვლით ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევისა და რყევის გარეშე. ამ შემოდგომაზევე დავასრულებთ ოცნების ერთპარტიულ მმართველობას, მოვიცილებთ საქართველოს მთავარ მუხრუჭს ივანიშვილის მთავრობას, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა.”განაცხადა გიგი უგულავამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close