პოლიტიკა

,,ჩვენ ისევ რუსთაველზე ვართ – ჩვენივე ხელით ნაცემები და ნაბეგვები, ისევ აქ მოვედით!”

ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე:

_ მივართვით რუსეთს კიდევ ერთხელ პიკანტური საჩუქარი – ქართველების ერთმანეთის ხელით თავპირდასისხლიანებული სურათები! ახლა აქაც და სხვაგანაც კიდევ დავერევით ერთმანეთს – ვისი ბრალია რაც მოხდა და ამ გაუთავებელ ძიძგილაობაში გამოვწოვთ ერთმანეთს სასიცოცხლო ენერგიას, რომელსაც ამ ქვეყნის შენებაზე უნდა ვხარჯავდეთ და არა ერთმანეთის ჯიჯგნაზე! სახელმწიფო სად ხარო – ვეძებდით ერთი კვირა და აგერაა – მორალურად გაკოტრებული და პოლიტიკურად – ბეცი, მაგრამ მუშტებზე მაყურებელი (და ეს მუშტებიც, სპეცრაზმი, პოლიცია, მათთვის მოქალაქეები კი არა, უბრალოდ ინსტრუმენტია, სხვა მოქალაქეებზე აღარაფერს ვამბობ, მთავარია – ოპონენტებს (როგორც უყვართ თქმა) ხომ უპასუხეთ! ფუ!!!
პ.ს. შეჭრა კანონიერი იყო თუ არა და ძალა პროპორციულად გამოიყენეს თუ არა, ახლა მეორეხასიხოვანია ჩემთვის, ამას გონზე რომ მოვალ -ჩა-ვააანალიზოთ მერე… ჩვენ ისევ რუსთაველზე ვართ – ჩვენივე ხელით ნაცემები და ნაბეგვები – აი ესაა სურათი – ისევ აქ მოვედით!

Related Articles

Back to top button
Close