პოლიტიკა
,,ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, სადაც მკვლელებს და ნარკობარიგებს ათავისუფლებენ” _ ლეიბორისტების აქცია სასამართლოსთან

დღეს, 23 სექტემბერს, ლეიბორისტულმა პარტიამ საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართა – ,,სოლიდარობა პოლიტპატიმრებს! აქციას ესწრებოდა და სუტყვით გამოვიდა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი. აქციის მთავარი მესიჯები:
,,მოვითხოვთ, დაუყონებლივ გათავისუფლდნენ 20 ივნისს, საოკუპაციო აქციისას დაკავებულები!” “ეს ბიჭები არიან პატრიოტები, მამულიშვილები, რომლებმაც ხმა აიმაღლეს ოკუპაციის, უსამართლობის, უზნეობის, კორუფციის წინააღმდეგ, მშვიდობიანად”; ,,ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, სადაც მკვლელებს და ნარკობარიგებს ათავისუფლებენ, აწინაურებენ, ხოლო მამულიშვილებს და პატრიოტებს იჭერენ და სჯიან” ,,ჩვენ საქმე გვაქვს არა სასამართლოსთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის სახელობის ,,ქართული ოცნების” საინკვიზიციო ჯფუფთან”