ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში, საქართველო იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა, – ამის შესახელ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლინკევიჩუსის თქმით, საქართველოს არჩევანი სრულიად გასაგებია.

“რაც შეეხება ნატო-ს, საქართველოს არჩევანი არის სრულიად გასაგები, როგორც მოქმედებები ადგილზე, ისე – მისიებში. ეს არის ძირითადი არგუმენტი, რაც აჩვენებს სწორედ ამ არჩევანის მნიშვნელობას. ბოლო სამიტის და შეხვედრების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მოველოდოთ მეტ დინამიკას ამ პროცესში.ჩვენ გვინდა ვნახოთ საბოლოო ჯამში, რომ საქართველო იყოს ნატო-ს წევრი და ეს მალე ვერ მოხდება ალბათ, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი და საჭიროა ინსტრუმენტები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გიხილოთ ჩვენს წევრებს შორის”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

კომენტარები