პოლიტიკა

“ჩვენს შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე არის დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები”

ჩვენს შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე არის დეკლარირებული შემოსავლები, ხარჯები და სწორედ ეს არის მიზეზი იმ სხვაობის, რომელიც ფიქსირდება “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შემოწირულობების თემის კომენტირებისას განაცხადა.

“თქვენ შეგიძლიათ, ერთმანეთს შეადაროთ ოპოზიციური პარტიებისა და კანდიდატების მიერ დეკლარირებული შემოსავლები,  ხარჯები და საარჩევნო კამპანიის რეალური  ხარჯები.  ეს არის ძალიან მარტივად შესადარებელი. სამწუხარო რეალობაა,  რომ ოპოზიცია არ ახდენს საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სათანადოდ დეკლარირებას. ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია გაცილებით მეტს ხარჯავს საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, ვიდრე აქვთ დეკლარირებული. ჩვენს შემთხვევაში თავიდან ბოლომდე არის დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები”,-აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას “ქართული ოცნების” შემომწირველების მიერ სახელმწიფო ტენდერებში ხშირი გამარჯვების შესახებ, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი დამთხვევები არის სრულიად ბუნებრივი.

“ბუნებრივია, მსხვილი კომპანიების დიდი ნაწილი მონაწილეობს ტენდერებში და მათი დიდი ნაწილი არის “ქართული ოცნების” შემომწირველი. ამ დამთხვევას აქვს სრულიად ლოგიკური საფუძველი.  არანაირი პირდაპირი კავშირი ტენდერებსა და შემოწირულობებს შორის ბუნებრივია, არ არსებობს”,-  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close