რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ჩვენს ქვეყანას მასხარა კანონმდებლები ჰყავს – პარლამენტში ,,ვეფხისტყაოსნის” გადასაწერად მოიცალეს

კულტურის სამინისტროს მიერ წამოწყებულმა პროექტმა ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი” პარლამენტში გადაინაცვლა. პარლამენტის წევრები და თანამშრომლები ერთმანეთს ეცილებიან სულმნათის შოთას შედევრის გადაწერაში, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ფოტოებს ,,აფრიალებენ”, აი, ვეფხისტყაოსანი გადავწერეთო. როგორც ცნობილი გახდა, პროექტის ,,აკორდი” იქნება  რუსთაველის დღის დაარსება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა, რიგითი  მოქალაქეები თუ იღებენ ამ პროექტში მონაწილეობას, როგორ იცლიან ამისათვის და ვეფხისტყაოსნის  გადაწერის შესაძლებლობა მხოლოდ პარლამენტარებსა და საჯარო მოხელეებს რატომ აქვთ?

ამ ფაქტს ,,ლეიბორისტული პარტიის” გენერალური მდივანი – გიორგი გუგავაც გამოეხმაურა:

,,სამარცხვინოა, როცა შოთა რუსთაველის ქვეყანაში არის მასხარა მთავრობა, შესაბამისად, მასხარა კანონმდებლებიც გვყავს. ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით განეხორციელებინათ სხვა პროგრამები, რომლებიც აამაღლებდა მოზარდებში ,,ვეფხისტყაოსნის” ცოდნას, ასეთი სისულელე მოიფიქრეს. სწორედ ,,ვეფხისტყაოსნის” და შოთა რუსთაველის ქვეყანაში ჩვენ გვაქვს საშინელი სტატისტიკა სწავლის დონის, განათლების კუთხით. კატასტროფულ სიტუაციაშია განათლება და ერთ-ერთ ბოლო ადგილზეც ვიმყოფებით.

,,ვეფხისტყაოსნის” ქვეყანაში 40 ათასი სტუდენტი უსახსრობის გამო ვერ იღებს განათლებას და კარგი იქნებოდა, ამ მიმართულებით ზრუნავდეს მთავრობა და ასეთი მასხარაობით არ იყოს დაკავებული. წარმოიდგინეთ, ვითომ ,,ვეფხისტყაოსანი” უნდა გადაწერონ და რაღაცას მაიმუნობენ.

თუ მაინცდამაინც სიახლე უნდოდათ, ამის გაკეთება მარტივად შეიძლებოდა _ დაებეჭდათ ,,ვეფხისტყაოსანის” საიუბილეო გამოცემა და დაერიგებინათ მოსწავლეებისთვის, სპეციალური კონკურსები ჩაეტარებინათ ,,ვეფხისტყაოსნის” ცოდნასთან დაკავშირებით. უამრავი რამის გაკეთება შეიძლებოდა. იმის ნაცვლად, რომ  დაკავებულნი იყვნენ მომავალ თაობაზე ზრუნვით, უსაქმურები ტინგიცობენ,” _ განუცხადა euronews.ge-ს გიორგი გუგავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close