რედაქტორის გვერდირელიგია

„ჩვენს საპატრიარქოში ვინმე თუ ნახულობს იუდას, ნუ გიკვირთ!“

კოკა კვინიკაძე _ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი უფლებადამცველი:

 _ ახლა ბევრი დაიწყებს:
აი, რა ხდება საპატრიაქოში,
აი, მღვდლები როგორები არიან,
აი, რატომ არ მივდივარ მამაოებთან და ა.შ….
თუმცა, აი, თქვენ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იესოს თავის არჩეულ 12 მოციქულში ერთი იუდა აღმოაჩნდა. თუ ეს იცით, მაშინ რატომ გიკვირთ, ამხელა საპატრიაქოში რამდენიმე იუდა რომ იყოს?? ( აქვე აღვნიშნავ, რომ დაკავებულ მღვდელს არ ვგულისხმობ, რადგან ჯერ მას ბრალი არ დამტკიცებია). 
საქართველოში, სადაც ამდენი ეკლესიაა და  მღვდელმსახურია, რა თქმა უნდა, ბევრი ცუდიც იქნება. სატანა ყველგან იბრძვის, თუმცა მთავარი ისაა, რომ ის მაინც მარცხდება!
ხოდა, მეგობრებო, ცუდების ძებნით თავს კი ნუ გაიმართლებთ, ღმერთის თუ არ გწამთ, ან ეკლესიაში თუ არ დადიხართ კარგი ეძებეთ და აუცილებლად იპოვნით. ამით კი ისევ თქვენ გადარჩებით!
P.S. საპატრიარქოს რაც შეეხება, მის დადებით როლს ვერცერთი და ვერც რამდენიმე ცუდი მღვდელი ვერ მოაყენებს ჩრდილს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ იესოს ჰყავდა იუდა, ჩვენს საპატრიარქოში თუ ვინმეს ნახავთ ასეთს, ნუ გიკვირთ და ნუ წარმოაჩენთ რაღაც სასწაულად ამას!
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close