რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ჩვენი ,,ღირსშესანიშნავი” მთავრობა ფიქრობს, რომ კონსტიტუციის ძალით გაიხანგრძლივებს მმართველობას”

,,4 მეშახტე დაიღუპა ტყიბულში! პასუხისმგებელი კაციშვილი არ არის! და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში (ევროპისკენ მიმავალ ქვეყანაში) არ არსებობს შრომითი ინსპექცია და კანონი უსაფრთხო სამსახურის შესახებ! რაც ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში!
თვალსაჩინო მაგალითისათვის გთავაზობთ შედარებას ძველ, ანუ არსებულსა და ახალი საკონსტიტუციო პროექტს შორის!
არსებული კონსტიტუციის მიხედვით ვკითხულობთ:
-მუხლი 30
შრომა თავისუფალია.
,,… შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.”
ახალი საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, კერძოდ 26 მუხლში სადაც წესით გაწერილი უნდა ყოფილიყო სხვა ქვემუხლებთან ერთად შრომითი უსაფრთხოება, არის ამოღებული და სიტყვა არ წერია ამაზე არაფერი!!!
ანუ ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რომ გავა ერთი წელი და უკვე ახალი კონსტიტუციის მიხედვით ასე მაგალითად შრომითი ინსპექციის შექმნა არ იქნება საკონსტიტუციო ნორმა?
ps იმის მაგივრად რომ ჩვენი ,,ღირსშესანიშნავი” მთავრობა ფიქრობდეს ხალხზე, დაკავებულია იმით, რომ კონსტიტუციური ძალით გაიხანგრძლივოს მმართველობა!” _ აცხადებს ლადო სადღობელაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close