„კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, საზოგადოებრივი მაუწყებელი სერიოზულ რეფორმებს მართლაც საჭიროებს, მაგრამ „20/30“-ის შემქმნელი ,,რეფორმატორებისაგან” სასიკეთო პროგრესს ნამდვილად არ მოველი.
 როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალ რეიტინგზე ლაპარაკობთ, იგივე მაღლაფერიძის და ანთაძის ,,GDS”-ის პირმშო პოლიტიკური და საინფორმაციო  გადაცემების 0,1 % რეიტინგიც არ დაგავიწყდეთ. ან კიდევ, ,,მეოცნებე” პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ბორდად წოდებული ერთობა, რომელმაც ვასიკო მაღლაფერიძე აირჩია საეჭვო გარემოებებით ,,დირექტორად”, ადგილზე რატომ რჩება?! ეს ჩვენი ფული თუ საეჭვოდ იფლანგებოდა, ისინი რატომ აძლევდნენ ამაზე თანხმობას? თუ აქამდე თავს ყველაფერზე აკანტურებდნენ, ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ მაღლაფერიძის მართველობის პერიოდში გაყოჩაღდებიან და მასაც არ მისცემენ  უფლებას, იგივე გააკეთოს?!
 ისე გამოდის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში გაჩაღებული „ფულაობა“ და არსებული მძიმე მდგომარეობა პროდიუსერების, წამყვანებისა და ჟურნალისტების ბრალია, რადგან მათზე ტეხენ ჯოხს. ხელმძღვანელობა, ვინც ჩვენს ფულს ანიავებდა და ,,მკვდარ სულებს” ინახავდა (როგორც ამბობენ რეფორმატორები) არაფერ შუაში არ ყოფილა და მათ პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ?!“ _ აცხადებს euronews.ge -სთან საუბარში ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი.
კომენტარები
Загрузка...