,,ჩვენი ბომონდი, მთაწმინდაზე გადმომდგარი, ნაბახუსევი, ცნობილებთან ფოტოს გადასაღებად რიგში ჩამდგარი!”
თამო კეშელავა, ჟურნალისტი:
_ რამდენიმე წუთი ქალაქი ფეირვერკების ხმამ გააყრუა!
არ გავნძრეულვარ!
მეშინოდა, თოკოს არ გაეგო ხმა, ყურსასმენი არ მოეხსნა და ეკითხა: – რა ხდება, დე?
ტყუილს არ ვეტყოდი და სიმართლისთვის მეცოდება ჯერ!
წარმოვიდგინე, ჩვენი ბომონდი, მთაწმინდაზე გადმომდგარი, გაუმარ-ჯოს ძახილით ხმაჩამწყდარი, ტაშის დაკვრით ხელაწითლებული, ნაბახუსევი, ცნობილებთან ფოტოს გადასაღებად რიგში ჩამდგარი!
პატიმარი ბიჭია ერთი – თორნიკე, სხეულში ტყვია ჰქონდა ჩარჩენილი და არ უღებდნენ, ნეტა როგორაა, ნეტა, თუ ესმის ფერვერკების ხმა!
მაღაროელებმა პირი ამოიკერეს!
დავით გარეჯი გაყიდეს!
სოფლები გავავერანეთ!
გამოვიკეტეთ დედაქალაქში და დედაქალაქში დღეს ზეიმია!
ჩემი სნობების და ბობოლების, ჩემი ღატაკი ქვეყნის, მილიონრების საბუდარი ქალაქი გადააყრუა ფეიევერკების ხმამ და სარალიძე და მაჩალიკაშვილი მეფიქრება!
რვაშვილიანი ოჯახი 30 კვადრატში ცხოვრობს, შვიდშვილიანს მალე სახლიდან გააგდებენ და ახალი სახლი ვერ იპოვნა!
ყველა მხრიდან მეწყერია!
შემოვიკეტეთ დედაქალაქში, ტროას ცხენი მიადგა გარეჯს!
შემოვიკეტეთ დედაქალაქში და ცალკე ჩვენ განვიხილავთ სნობებს და ბობოლებს, ცალკე ბობოლებს და სნობებს ვეზიზღებით!
ქვეყანაა დამოუკიდებელი?
ეს ის 26 მაისია?
ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნის?
ვინც ახლა ზეიმობთ, რომელი ხართ თავისუფალი?
ნაწილი დაცვის გარეშე ვერ დადიხართ ქალაქში და დარჩენილ ნაწილს სიტყვა ვერ გითქვამთ, დაცვით მოსიარულე ნაწილის გარეშე!
ფარისევლებმა ფეირვერკები გაუშვეს ქალაქში და ადექით..
ადექით, ბოზებო!
ადექით, ქურდებო!
ადექით, ღატაკებო!
ადექით, მიუსაფარნო!
ადექით, ნასწავლნო და უსწავლელნო!
ადექით, კაზინოს მოთამაშენო!
ადექით, მოღალატენო და ერთგულნო!
არ გათენებულა, მაგრამ – ადექით, გავათენოთ ჩვენი 26 მაისი!
თორემ, მოაყენეს ტროას ცხენი კარიბჭესთან!