პოლიტიკა

“ჩემს ყოველდღიურ ლექსიკონში სიტყვა დასჯა საერთოდ არ შედის”

ჩემს ყოველდღიურ ლექსიკონში სიტყვა დასჯა საერთოდ არ შედის, მით უმეტეს, პოლიტიკურ ლექსიკონში და ამდენად, ეს უპასუხისმგებლო განცხადება და ინტერპრეტაციაა, რომელიც ჩვენს შეხვედრას მიეცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, რომელიც „აუდიტორია 115-ის“ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გუშინ სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან გაიმართა და არა „აუდიტორიის“ წარმომადგენლებთან, სადაც უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული საკითხები იქნა განხილული და ერთ-ერთი კითხვა სტუდენტური თვითმმართველობის კანონის განხილვასთან დაკავშირებით დაისვა.

„მე, როგორც აღნიშნული კანონპროექტის ავტორი, სამი თვის განმავლობაში სტუდენტებთან ვმუშაობდი და ჩემთვის უპირობო მოთხოვნაა, რომ ყოველგვარი კონსტრუქციისა და პოლიტიკური შემადგენლისგან იყოს თავისუფალი აღნიშნული პროცესი. ამიტომ, მე, როგორც ავტორმა, გადაწყვეტილება მივიღე არა კანონპროექტის გამოწვევის და შეჩერების თაობაზე, არამედ გადავადების საშემოდგომო სესიისთვის, რათა ჩვენ აბსოლუტურად თავისუფალი ვიყოთ ყოველგვარი პოლიტიკური შემადგენლისგან. ეს ჩემი პოზიციაა“, – განაცხადა ჯაშმა.

დეპუტატი ირწმუნება, რომ მისი მხრიდან ადგილი არანაირ მუქარას არ ჰქონია.

„ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა დასჯა საერთოდ არ შედის, მით უმეტეს, პოლიტიკურ ლექსიკონში და ამდენად, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება და ინტერპრეტაცია, რომელიც ჩვენს შეხვედრას მიეცა. ძალიან ვწუხვარ, რომ საჯარო განცხადებების ფორმით გვიწევს დიალოგი. სტუდენტებმა იციან, რომ ჩემი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის განხილვა ბოლომდე წარმატებით მივიდეს და შესაბამისად, საშემოდგომო სესიისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ჩემი მხრიდან არც მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა. ძალიან გულდასაწყვეტი და არასერიოზულია, როდესაც მსგავსი განცხადებები ხდება. მით უმეტეს, სტუდენტებმა იციან, რომ სამუშაო ფორმატში ყოველთვის შეიძლება დაკავშირება ჩემს სამდივნოსთან. არასდროს შეხვედრაზე უარი არ გვითქვამს და თუ კითხვები შეეძლოთ ჰქონდათ, ჩვენთან გადამოწმება შეეძლოთ. გიდასტურებთ, როგორც კანონპროექტის ავტორმა, გადაწყვეტილება მივიღე, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გადავადდეს“, – განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შანტაჟსა და ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close