23 ოქტომბერს ნადეჟდა მიხალკოვამ და რეზო გიგინეიშვილმა გაყრის პროცესი დაასრულეს. ოფიციალურ გაყრამდე, რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, თუმცა უშედეგოდ.

ახლახანს 35 წლის რეჟისორმა სოციალურ ქსელში Instagram გამოაქვეყნა ფოტო: “ჩემი გული ლონდონში დარჩა”.

რეზო გიგინეიშვილი გალინა აგაპოვასთან ერთად არის დაფიქსირებული.

გალინა აგაპოვა (ქალიშვილობის გვარია ორლოვსკაია) ცნობილი პიროვნებაა, მის მფლობელობაშია რუსული საიუველირო ბუტიკები Stephen Webster. ის 2000 წლიდან, მეუღლესთან, ბიზნესმენ ანდრეი აგაპოვთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

აგაპოვასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო, მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ გალინა რეზო გიგინეიშვილის ახალი შეყვარებულია.

თუმცა, რამდენადაც ცნობილია, გალინა აგაპოვას ქმართან დაშორიების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ამის შესახებ goodhouse.ru წერს.

ამასთან,  ცოტა ხნით ადრე,  ნადეჟდა ობოლენცოვასა და რეზო გიგინეიშვილის რომანის შესახებ მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ობოლენცოვას გამო დატოვა ოჯახი რეზო გიგინეიშვილმა.

კომენტარები