რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„ჩაუტაროთ მიტინგი-ლოზუნგით, შვილების დაპატიმრება,ურჩი მშობლების გამო,ძალიან არასწორია“

„მოკლეთ, არგუმენტი ადრეც იყო ნარკოტიკებზე დაკავებული, ოროსნობაა. სწორედ ამ მიზეზით შეიძლება ჩაუდო ნარკოტიკი შენთან დაპირისპირებული ჟურნალისტის შვილს. „ადრეც თუ იყო” ხომ უფრო „დაგეჯერება”?

ფაქტია, ჩხრეკას მოწმეები არ დაასწრეს, შემოწმების დროს ნარკოტიკი დაკავებულს ორგანიზმში არ აღმოაჩნდა. თუ მიზეზი არაა მხოლოდ ის, რომ დედამისის შვილია და „ადრეც ხომ იყო დაკავებული ნარკოტიკზე” საქმე უკეთესად ექნებოდა პოლიციას. მინიმუმ 5 მოწმე, ოპერატიული მასალა და ასე შემდეგ.

არ თქვათ ეს ხელისუფლება ნარკოტიკებს არ დებსო. დებენ, უბრალოდ გამოშვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ მრგვალ ბაღში ტარდება აქცია. ხოდა ავდგეთ და ჩვენც იქ ჩაუტაროთ მიტინგი-ლოზუნგით, რომ შვილების დაპატიმრება, ურჩი მშობლების გამო, ძალიან არასწორი საქციელია.

თუ მაინცდამაინც ყველაფერში ნაცებს ბაძავთ , ისინი არ აპატიმრებდნენ მათთან დაპირისპირებული ჟურნალისტების და პოლიტიკოსების შვილებს. (იშვიათი გამონაკლისების გარდა). მომხრეებისას იცოცხლე. თითო პატიმარი ყველას გვყავდა სახლში.

ელისო კილაძე – შენ გვერდით ვარ!“  _ წერს რუსთავი 2-ის ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close