საზოგადოება
„შვილს ვერ ვაჩენდი, წლების ოცნება ამიხდა“
ნინო თოლორდავა: „ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს“
ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, ახლახან სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ.
.
-წარმოუდგენელი ემოცია იყო, როცა თადა-ერეკლე პირველად დავინახე. გვგავს ორივეს, მაგრამ ზოგი უფრო მე მამსგავსებს, ზოგი – ჩემს მეუღლეს. თადას დარქმევა გიორგის უნდოდა, ერეკლე მინდოდა მე. გამოვიდა თადა-ერეკლე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს ეს სახელი. გიორგი ძალიან მეხმარება მის მოვლაში. თადა ყოველ სამ საათში ერთხელ ჭამს, ღამეც და დღეც, გაყოფილი გვაქვს ღამეები. გვეხმარებიან დედაჩემი, ჩემი დედამთილი, მაგრამ მე და გიორგიც ვართ ხოლმე ბავშვთან, ნახევარი ღამე – მე, ნახევარი – გიორგი.