მსოფლიო

შოტლანდიის ეკლესიამ გეებს ქორწინების უფლება მისცა

შოტლანდიის საეპისკოპოსო ეკლესიამ, მხარი დაუჭირა გეი-წყვილების ქორწინებას. ამით, ის გახდა პირველი დიდი ქრისტიანული ეკლესია ბრიტანეთში, რომელმაც ჰომოსექსუალებს ქორწინების უფლება მისცა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.

ედინბურგის სინოდის ხმის მიცემის შედეგად შეიცვლება კანონი, რომელიც ქორწინებად მხოლოდ კაცისა და ქალის კავშირს აღიარებდა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ გეი ქრისტიანს, ნებისმიერი ანგლიკანური ეკლესიიდან, შეეძლება შოტლანდიურ ეკლესიაში დაქორწინება.

ეკლესია აღნიშნავს, რომ ყველა არ იყო გადაწყვეტილების მომხრე, თუმცა ეპისკოპოსებისა და მრევლის თითქმის მესამედი, ერთნაირსექსიანი ქორწინების მომხრე იყო, რამაც შოტლანდიის ანგლიკანურ ეკლესიას არჩევანი აღარ დაუტოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close