,,შორს ვარ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი, ვინც 7 ნოემბერს გარეთ გამოვიდა, ყველამ იცოდა პატარკაციშვილის მიერ ნამოქმედარი ამბები”
,,ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაშავდა 7 ნოემბერს, ერთი ადამიანის გარდა. ეს ხდება ყველა ქვეყანაში და ამაზე საქმის აღძვრა არავის უფიქრია, გარდა მანიაკებისა"
ამონარიდები მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვიდან:
,,არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან, ესენი არიან რუსუფობები, მთელი ,მსოფლიო გაოგნებულია”.
,,მე ვარ გასამართლებული ორ საქმეზე: გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არნაირი გირგვლიანის საქმე არ არის. ის ოფიცრები იქნენ დაკავებულნი 2008 წელს, ომის მერე… ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?”
,,მეორე, მე გავიგე რომ იმან გაიგო, ამ საქმეზე ვარ გასამართლებული”.
,,7 ნოემბრის საკითხზე ვიტყვი. რომ ატრიალებენ მუდმივად 7 ნოემბრის კადრებს, რაც ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელია. გუშინ არ გქონდათ 20 ივლისი? გუშინ არ გქონდათ ლაშქარავას მსვლელობა? მაგრამ არავინ ლაპარაკობს რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში…”
,,მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი ვინც 7 ნოემბერს გარეთ გამოვიდა, ყველამ იცოდა პატარკაციშვილის მიერ ნამოქმედარი ამბები”
,,7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ პატარა შეტაკება მოხდა… როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, ისინი იქცეოდნენ ისე, რა გამოცდილებაც ჰქონდათ და იცოდნენ. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაშავდა ერთი ადამიანის გარდა. ეს ხდება ყველა ქვეყანაში და ამაზე საქმის აღძვრა არავის უფიქრია, გარდა მანიაკებისა”.
,,