ქართულ-ებრაული
შიმონ პერესის ხსოვნის დღე თბილისში

27 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის _ შიმონ პერესის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოწვეული ბრძანდებიან ისრაელის ელჩი საქართველოში, ბატონი შაფთაი ცური, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ქართულ-ებრაული თემის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები და სხვა საპატიო სტუმრები.
შიმონ პერესის სახელობის აუდიტორიას გახსნიან _ისრაელის ელჩი საქართველოში, ბატონი შაფთაი ცური; უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).
შიმონ პერესის აუდიტორია გახდება არა მხოლოდ სტუდენტთა სწავლა–განათლების კიდევ ერთი კერა, არამედ ქართულ-ებრაული ურთიერთობების მკვლევართა შეხვედრების, საღამოების, მრგვალი მაგიდების, ლექციების, შემოქმედებითი საღამოების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ცენტრი.
15:20 სთ:
მრგვალი მაგიდა: შიმონ პერესი -გზა მომავლისკენ
მონაწილენი გაიხსენებენ შიმონ პერესს, ისაუბრებენ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
კომენტარები