პოლიტიკა

“შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ ქვეყნის მთავრი დოკუმენტი ერთ პარტიაზეა მორგებული”

სახალხო დამცველის აზრით, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი უნდა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ ქვეყნის მთავრი დოკუმენტი ერთ პარტიაზეა მორგებული.

ამის შესახებ ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტში საჭიროა სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა.
კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები პარლამენტმა დღეს ოპოზიციური პარტიების გარეში განიხილა.
მმართვლ გუნდს პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს რიგგარეშე სხდომა დატოვეს.
ოპოზიციის კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებას ბესელიამ წინასწარ დადგმული პოლიტიკური სცენარი უწოდა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ საქართველოს შესწორებული კონსტიტუცია წინამორბედზე უკეთესია და იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი მეგობარი ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს, შესაბამისად, უახლოეს მომავალში რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.
საკონსტიტიტუციო ცვლილების პაკეტის შესახებ საერთო სახალხო განხივა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.
საქართველოს კონსტიტუციაში გარკვეული შენიშვნები ვენეციის კომისიამ შეიტანა და რეკომენდაციები მმართველ გუნდს გააცნო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close