საზოგადოება

შვრიის ნიღაბი, რომელიც სახის კანს იდეალურად ასუფთავებს

,,ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ”-ეს ცნობილი გამონათქვამი ბევრმა ადამიანმა იცის, თუმცა მას პრაქტიკაში ნაკლებად ითვალისწინებენ. სინამდვილეში კი არასწორი კვება, ტკბილი, ცხიმიანი, მარილიანი და ცხარე საკვები სასარგებლო არ არის და ხელს უწყობს კანის გაღიზიანებას, შეშუპების წარმოქმნას და სახის ნაცრისფერი ელფერის გაჩენას. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ მენიუში კანისთვის სასარგებლო პროდუქტების ჩართვა-თევზი, მწვანე და წითელი ბოსტნეული და ხილი, კენკრა, ასევე ბურღულეული, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. არსებობს პროდუქტები, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც საკვების სახით, ასევე კანის მოვლისთვის ნიღბების დასამზადებლად.
ბროწეული ერთ-ერთი შეუცვლელი ანტიოქსიდანტია. შეგიძლიათ მიიღოთ როგორც მარცვლების, ასევე ახალგამოწურული წვენის სახითაც. მეტად გემრიელი და სასარგებლოა. გარეგანი გამოყენებისთვის-დერმატოლოგები გვირჩევენ ბროწეულის მარცვლების გამწმენდი-ნიღაბის გამოყენებას კვირაში ორჯერ კანის დამცავი ფუნქციების გასაძლიერებლად.
სკოლის მოსწავლეებმაც იციან, რომ ლიმონი არის С ვიტამინის წყარო, რომელიც საჭიროა ენერგიის და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. გარეგნული მოხმარებისთვის: ლიმონის წვენი გამოიყენება სახის გასათეთრებლად. ლიმონი შეიცავს ფერმენტებს და ხილის მჟავებს, რომლებიც აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და ამგვარად ხელს უწყობს ეპიდერმისის განახლებას. ლიმონის წვენი აქრობს პატარა ანთებებს და ცხიმოვან სიპრიალეს.

 შვრიის ფანტელი მნიშვნელოვანი პროდუქტია დიდ ქალაქებში მაცხოვრებლებისთვის. ის ხელს უწყობს ნაწლავის მუშაობას, ნივთიერებათა მიმოცვლას, გამოაქვს წიდები და ტოქსინები. რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მოწესრიგებული საჭმლის მონელება არის ლამაზი კანის წინაპირობა. გარეგანი მოხმარებისთვის-შვრიის საფუძველზე მომზადებული გამწმენდი ნიღაბი შესანიშნავად და რბილად გაასუფთავებს კანს. ჩაალბეთ შვრიის ფანტელი მცირე რაოდენობით წყალში, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი. მიღებული მასა წრიული მოძრაობებით გადაისვით სახეზე და დატოვეთ რამდენიმე წთ. სახის ჯანსაღი ფერი გარანტირებული გექნებათ.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რომელი ხილი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიტამინებს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ვიტამინები და მიკროელემენტები არის კივის შემადგენლობაში. მასში “დაისადგურა” ადამიანისთვის სასარგებლო ნივთიერებების ნაკრებმა. ასევე ეს “ვიტამინების ჩემპიონი” არის სასარგებლო კანისთვის. მეორე ადგილი დაიკავა პაპაიამ, მესამე ადგილი ხვდა წილად ნესვს. ჩვენი საყვარელი ხილი ვაშლი და მსხალი, როგორც გაირკვა არიან სიის მეთოთხმეტე და მეთხუტმეტე ადგილას.
ნიღბების, სკრაბის გამოყენება და კოსმეტოლოგთან ვიზიტი მხოლოდ ზედაპირულ ეფექტს მოგცემთ, მაგრამ კანს კვებაც სჭირდება და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. რადგან კანის მდგომარეობა ვიტამინებსა და შინაგანი ორგანოების მუშაობაზეა დამოკიდებული.

მიირთვით ა ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. განსაკურებით წითელი და ნარინჯისფერი შეფერილობის. თუმცა, ა ვიტამინი ისპანახშიცაა და ღვიძლშიც.

ბიოტინის ნაკლებობისას კანი ფერმკრთალი და მშრალია. იგი უჯრედების გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ბიოტინი უხვადაა ღვიძლსა და კვერცხის გულში.

ცე ვიტამინი კოლაგენის, რომელიც ჩვენი ძვლებისა და კანის სტრუქტურული ელემენტია, ჩ
ამოყალიბებას უწყობს ხელს. ჩვენი კანი უხვად საჭიროებს ამ ჯადოსნურ ვიტამინს. იგი არის ციტრუსებში, ასკილში და პომიდორშიც.

ე ვიტამინი აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს. მიირთვით ზეთები, თხილი, ცხიმიანი თევზი.

კანმა ელასტიკურობა რომ შეინარჩუნოს და არ გაუჩნდეს ნაოჭები რთულად დასამახსოვრებელი, მაგრამ აუცილებელი – გიალურონატის მჟავით (იგი აგრეთვე სასარგებლოა გულისა და თვალებისთვის) მდიდარი პროდუქტებით უნდა გაიმდიდროთ რაციონი.

მას შეიცავს ყურძენი (კანიანად უნდა მიირთვათ), სოიის მარცვლები და სახამებელშემცველი პროდუქტები.

წყარო: ალტერნატიული მედიცინა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close