პოლიტიკა

შეუერთდება თუ არა ნიკა გვარამია ბოკერიას გუნდს?

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2” დაუბრუნდა (ეს გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლოს შეჩერებული აქვს) ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება:

პატივს ვცემ კახურ პირდაპირობას. ესაა ჩემი კომენტარი”, _ წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში ცვლილებებია. გუშინ წინ ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი ლაფერაშვილი ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა. გუშინ კი  გაირკვა, რომ ტელეკომპანია გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დატოვა. გვარამიას წასვლის მიზეზზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია.  ჩვენი წყაროს თქმით, გვარამიას შემცვლელად ” ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი კობა ნაყოფია განიხილება, თუმცა ნაყოფიაც აცხადებს, რომ მისთვის ასეთი რამ არ სეუთავაზებიათ და რომც შესთავაზონ, უარს იტყვის. ამიტომ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ტელეკომპანიას. კიდევ  ერთი ცვლილება ისაა, რომ დღის კურიერს ახალი წამყვანი ეყოლება – თამარ ბაღაშვილი. საუბრობენ ტელეკომპანიის ფინანსური გუნდის შეცვლაზეც. რას გააკეთებს გვარამია ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, გვრამია პოლიტიკაში დაბრუნდება და ბოკერიას გუნდს შეუერთდება.

წყარო: გურია ნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close